ჩვენს შესახებ

2024 წლის მეორე კვარტალში ჩვენმა გუნდმა დაიწყო მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატების წარმოება, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ბაზარზე მწირია მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციის ეს სეგმენტი.

 ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დაუღალავი შრომით და სწორი სტრატეგიით ამ სეგმენტშიც საპატიო ადგილს დავიკავებთ.  ეს სასიამოვნო სიახლეა,რითაც ჩვენ ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთხელ

გავახარებთ ახალი პროდუქციით.

. . . . . . . . . .

 

 “ტკბილი ქვეყანა”-მ დიდიხანია მომხმარებლისგან დამსახურებულად მოიპოვა სანდო და მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის

სახელი. სწორედ მათი შეხედულებების გაზიარებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინების შედეგია, რომ კომპანიის ავტორიტეტი ურყევი და საიმედო გახდა. საკონდიტრო პროდუქციის წარმოების პროცესში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტექნოლოგიური მხარეა.

 

 შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. საწარმომ უმოკლეს დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. მისი წარმატება განაპირობა არამარტო მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმაც,რომლის შემოტანა ქარხანამ მსოფლიოსწამყვანი ქვეყნებიდან (გერმანია,საფრანგეთი, იტალია) განახორციელა.ფაბრიკა, დღეისათვის, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა  მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა.

მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში:

kontaqti

Submitting Form...

The server encountered an error.

Form received.

საქართველო 0180, თბილისი, ჭყონდიდელის ქ N56

+995/32 266-97-77

office@sweet-country.ge

sweet-country.ge/frozen

შეატყობინეთ მეგობრებს

Copyright © 2022 sweetcountry.ge All rights reserved.

Designed by  Z.MORBEDADZE